|
2019-11-05 13:22:29, 3122 ნახვა
სამართალი
შსს ფილმის „და ჩვენ ვცეკვავთ“ ჩვენებაზე გადაცდომის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად იმოქმედებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმის ჩვენებაზე „და ჩვენ ვცეკვათ“ გადაცდომის ან კანონდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ძალადობრივი ჯგუფები ფილმის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. ფილმის ჩვენებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაც ეწინააღმდეგება. “და ვცეკვავთ” ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმია. ლევან აკინს აქამდე გადაუღია “კონკრეტული ხალხი” (პრემიერა 2012 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე მოეწყო), მისი მეორე ფილმი ფენტეზის საშინელებათა ფილმია – “წრე”. მესამე ფილმით, იგი უბრუნდება ქართულ ფესვებს. ოფიციალური სინოფსისის მიხედვით: “მერაბი საქართველოს ეროვნულ ანსამბლში ბავშვობიდან ცეკვავს თავის პარტნიორ მერისთან ერთან. მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ქარიზმატული და უდარდელი ირაკლი შეიჭრება. ირაკლი გახდება მისი ყველაზე ძლიერი მეტოქეც და მისწრაფებაც. კონსერვატიულ გარემოში მერაბს უწევს, რომ გათავისუფლდეს და გარისკოს.”
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)