|
2019-11-04 13:07:44, 1667 ნახვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ „აიისას“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზერვატივების კომპანიის, „აიისას“ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო. არაეთიკური რეკლამის მიზეზით კომპანიის მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე სასამართლომ 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არაეთიკური იყო ი/მ „ანი გაჩეჩილაძის“ ფეისბუქ გვერდზე და „აიისა“-ს პროდუქციაზე წარმოდგენილი წარწერები და გამოსახულებები, კერძოდ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ჩამოვკრავდი მაგრამ ნათლისღებაა,“ პროდუქტზე დატანილი წარწერა „ძლევაი საკვირველი“ და გამოსახულება - დიდგორის ბრძოლა, პროდუქტზე დატანილი წარწერა „სამეფო კარი თამარში“ და თამარ მეფის გამოსახულება და პროდუქტზე დატანილი ვიზუალი - ქალის მარცხენა ხელის გამოსახულება პრეზერვატივით, რაც სასამართლომ „მაკურთხებელ მარჯვენად“ შერაცხა. სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებული წარწერებისა და გამოსახულებების სექსუალური ხასიათის პროდუქტთან ერთად წარმოჩენა ხელყოფდა საჯარო მორალს და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ წარმოდგენებს. პროდუქციის ნაწილზე დატანილი წარწერების მიზანი კი, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისა და ორივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების მიმართ შეურაცხმყოფელი პათეტიკის წარმოდგენა და აშკარა, პირდაპირი და განზრახი დაცინვა იყო. საბოლოოდ, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ი/მ „ანი გაჩეჩილაძე“ ცნო სამართალდამრღვევად და დააკისრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)