|
2019-11-04 12:41:26, 1592 ნახვა
საზოგადოება
მამა ანდრია სარია: გავაგრძელებთ ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით
მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქის მძიმე ცოდვაში დადანაშაულებიდან მე-5 დღეს საეპისკოპოსო რეზიდენციას ტოვებს და თბილისში გამოემგზავრება. მისი თანამოაზრეების თქმით, წირვას, რომელსაც პეტრე ცაავას შემცვლელი მეუფე გრიგოლი მარტვილში აღავლენს არ დაესწრებიან და ამასთანავე, ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით გააგრძელებენ. „ვაგრძელებ მღვდელმსახურებას, ვემორჩილები რა თქმა უნდა, განჩინებას, როგორც მეუფე პეტრე, თუმცა სინოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ვაპროტესტებთ, რაც უსამართლოდ განაჩინეს. გავაგრძელებთ ბრძოლას კანონიკური სამართლის მიხედვით. რაც შეეხება იმას, თუ სად გავაგრძელებ მღვდელმსახურებას, ეს გამოჩნდება, დრო გვიჩვენებს. ამავე დროს მე დავტოვე სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორის თანამდებობაც. შესაბამისად, ეს თანამდებობები ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს, რადგან პირველ ადგილზე სიმართლე და პრინციპულობა დგას“, - განაცხადა მამა ანდრია სარიამ.
გიორგი ჩაფიძე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)