|
2019-11-04 10:25:46, 1513 ნახვა
სამართალი
ოქტომბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 594 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 16 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 237 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 100 ფაქტი, აჭარაში - 62, იმერეთში - 56, ქვემო ქართლში - 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, შიდა ქართლში - 24, მცხეთა-მთიანეთში - 16, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 9, გურიაში კი - 5 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ხოლო დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 3,000 მ3-მდე ხე-ტყე. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)