|
2019-11-02 12:42:58, 1996 ნახვა
სამართალი
შსს სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ მირზაანის გამგებლის შვილის დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი - 1963 წელს დაბადებული პ.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ 1987 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. „სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)