11:54 - 22 Jul, 2026
|
2019-11-01 15:28:03, 10705 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდება წარედგინება
„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდება წარედგინება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. ბრალდების წარდგენის მიზნით გვარამია საგამოძიებო უწყებაში დღეს, 19:00 საათზეა დაბარებული. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, - აცხადებენ პროკურატურაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)