|
2019-10-31 10:30:01, 2273 ნახვა
სამართალი
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს სამი პირი. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს 5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3391 მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)