|
2019-10-30 15:34:57, 1236 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულების პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ორგანიზებით გაიმართა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო ინსპექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო, როგორც რეფორმის ავტორი უწყება, მიესალმება კანონის პრაქტიკაში განხორციელებას: „იუსტიციის სამინისტრო 2013 წლიდან მუშაობს ამ რეფორმაზე. ჩვენ ვიყავით უწყება, რომელსაც მართლა სჯეროდა, რომ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი ქვეყანაში უნდა ამოქმედებულიყო. 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, 7-წლიანი პროცედურის შემდეგ, ჩვენ დავინახავთ ჩვენივე რეფორმის პრაქტიკაში განხორციელების დასაწყისს“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომელიც რეფორმაზე მუშაობის პროცესში თავიდანვე იყო ჩართული. იუსტიციის მინისტრის თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება მოწმობს იმას, რომ საქართველოში ძალოვანი უწყებები ღია და გამჭვირვალეა. „საპატიმროებში, პოლიციაში თუ სხვაგან შეიძლება იყოს ცალკეული შემთხვევა, როდესაც რომელიმე საჯარო მოხელეს უმტყუნებს ნერვები, იმიტომ, რომ ისინი რთულ პირობებში მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, სადაც ასეთ ცალკეულ შემთხვევას ობიექტურად და სამართლიანად გამოიძიებს არა ჩვენივე უწყება, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი“, − თქვა მან. იუსტიციის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. „იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებს იმას, რაც ისედაც იცის − რომ საპატიმროებში ადამიანის უფლებები, უკვე მე-8 წელია, არის მთავარი“, − დასძინა თეა წულუკიანმა და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს წარმატებები უსურვა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)