13:04 - 22 Jul, 2026
|
2019-10-30 15:09:30, 2831 ნახვა
სამართალი
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ თავდაპირველად ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ის 23 წლის მამაკაცისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ცნობისთვის, 27 სექტემბერს, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა და 28 სექტემბერს 23 წლის მამაკაცი მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)