|
2019-10-30 12:15:02, 1254 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია ანაკლიაზე - სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს, კრიზისულ სიტუაციაში კი ამბობდა, რომ უნდა გაგრძელებულიყო
სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს შემდეგ კი კრიზისულ სიტუაციებში იძახდნენ, რომ არა იყოს, კიდევ იქნება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ დღეს, პარლამენტში ანაკლიის პროექტის განხილვის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ანაკლიის პროექტის მიზანმიმართული შეტევის უკან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა და რუსული ინტერესი დგას. "ნიშანდობლივია, რომ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის განხილვაზე მოდიან პროექტის მენეჯერები და არ მოდის სახელმწიფო. ეს იმის მაჩვენებელია თუ რამდენად პრობლემურია ეს პროექტი და რამდენად ურთიერთგამომრიცხავად იქცევა სახელმწიფო, რომელმაც პრაქტიკულად, ბრძოლა გააჩაღა ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ ბრძოლის მთავარი შედეგია, ის რომ ეს ამცირებს ანაკლიის პროექტის განხორციელების და ინვესტირების საშუალებებს. აქ ყველა სახელმწიფო უწყების ერთიანი ძალისხმევა უნდა ყოფილიყო რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მიგვეღო. ამის ნაცვლად ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა ვნახეთ, იქნებოდა ეს ტენდერების დროზე არ გამართვა, პროექტის ხელმძღვანელებზე მუდმივი თავდასხმები მთელი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩათრევით, რომლებიც ებრძოდა პროექტის განხორციელებას. პრაქტიკულად, სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს შემდეგ კი კრიზისულ სიტუაციებში იძახდნენ, რომ არა იყოს, კიდევ იქნება. რეალურად ამ პროექტს განხორციელებისთვის სჭირდება დიდი ძალისხმევა ინვესტიციების მოზიდვისთვის. ჩვენ დღეს გამოვიყენებთ შესაძლებლობას და გავერკვევით თოთოეულ დეტალში. გავიგებთ თუ სად არის პრობლემა და რა პერსპექტივა აქვს პროექტს განხორციელებისთვის. შეუძლებელია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის გარშემო ამდენი ბუნდოვანება იყოს და ხელისუფლება პროექტის განხილვაზე არც მოდიოდეს. ამ მიზანმიმართული ინტერესის შეტევის უკან მავნებლობა დგას, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგაა მიმართული. ეს არის ტყუილი, რადგან არ შეიძლება, რომ ამბობდე გინდა და ამას ეწინააღმდეგებოდე. ასევე, აქ არის რუსეთის ინტერესი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ ფუნდამენტურ სტრატეგიულ ინტერესებს, ამიტომ რა არის ამის მოტივაცია რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის მავნებლობა ქვეყნის წინააღმდეგ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)