13:05 - 22 Jul, 2026
|
2019-10-30 10:29:01, 1966 ნახვა
სამართალი
ხარაგაულში ტრაქტორზე დამონტაჟებული უკანონო სახერხი დანადგარი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი გამოავლინეს. დეპარტამენტის ცნობით, სოფელ წაქვას მკვიდრს ტყის ფონდში, უკანონო სახერხი დანადგარი ტრაქტორზე ჰქონდა დამონტაჟებული, ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 5 ერთეული მორი. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი დანადგარი და ტრაქტორი დალუქეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთის საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა. დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე, 76 უკანონო სახერხი გამოავლინეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)