|
2019-10-29 15:45:45, 1803 ნახვა
სამართალი
მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მამის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბ.კ. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 23 იანვარს, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ბ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, მამამისს ა.კ-ს ხელებითა და ფეხებით სცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში. ა.კ. თავის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბ.კ. 2019 წლის 25 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)