|
2019-10-29 14:45:58, 1911 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ქალს სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს და გარდაიცვალა
ოკუპირებული ახალგორის სოფელ იკოთში მცხოვრები, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში გადაჰყავდათ, გზაში გარდაიცვალა. არსანიშნავია, რომ რაც დეფაქატო ცხინვალმა ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაკეტა, პაციენტების მცხეთასა და თბილისში გადმოყვანა შეუძლებელი გახდა. აღნიშნულ საკითხს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვრის გახსნისკენ მოუწოდა. „მე დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არა ერთხელ ამ დღეების განმავლობაში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი. მოსახლეობისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ახალგორის გადასასვლელი. ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში გახლავთ მოსახლეობა, ეს ტრაგედია არ არის ერთადერთი შემთხვევა. მოსახლეობას სჭირდება გადაადგილება საციცოცხლო საჭიროებებისთვის, ისევე როგორც ამ ქალბატონსა და მის ოჯახს. ეს არის ნამდვილად მორიგი მსხვერპლი საუკოპაციო რეჟიმის. მე დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგორც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის გადასასვლელი, რადგან ადამიანებს ექმნებათ რეალური საფრთხე, მათ შორის მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით“ - განაცხადა ციხელაშვილმა.
მოამზადა ლიკა ბესელიამ
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)