|
2015-01-24 15:20:33, 2840 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიო ლიდერები საუდის არაბეთში გარდაცვლილი მეფისთვის პატივის მისაგებად ჩადიან
მსოფლიო ლიდერები საუდის არაბეთში გარდაცვლილი მეფის აბდალასთვის პატივის მისაგებად ჩადიან. გუშინ, ერრეადში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი, პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მეთაურები ჩავიდნენ. დღეს საუდის არაბეთში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და პრინცი ჩარლზი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, რუსეთი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩავლენ. ოთხშაბათს ახალი მეფის სალმანისთვის მისასამძიმრებლად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჩავა. შეგახსენებთ, საუდის არაბეთში მეფე აბდალა ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გუშინ გარდაიცვალა. იგი გუშინვე, მზის ჩასვლამდე, ისლამური ტრადიციის თანახმად დაკრძალეს. 90 წლის მეფე, ბოლო რამოდენიმე კვირა საავადმყოფოში ფილტვების ანთების გამო იმყოფებოდა. მეფე აბდალა ბინ აბდელ აზიზ ალ საუდი ტახტზე 2005 წელს ავიდა. საუდის არაბეთის ახალი მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საუდი გახდა. ახალმა მეფემ თავის მემკვიდრედ ნახევარძმა პრინცი მუკრინი დანიშნა, ხოლო თავისი შვილი მოჰამად ბინ სალმანი თავდაცვის მინისტრად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)