|
2019-10-28 16:52:56, 3157 ნახვა
სამართალი
სასამართლომ მაკო გომურს და 20 ივნისის აქციაზე სხვა დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა
სასამართლომ მაკო გომურს და სხვა დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არასამთავრობო ორგანიზაცია დაზარალებულთათვის სტატუსის მისანიჭებლად ყველა მექანიზმს გამოიყენებს. „მას შემდეგ, რაც პროკურატურამ უარი განაცხადა დაზარალებულად ეცნო 20 ივნისის საქმეზე დაშავებული 16 პირი, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ და მოვითხოვეთ მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მთავარი, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისგან მივიღეთ არის ის, რომ პრაქტიკულად, სასამართლო აგრძელებს იგივე ხაზს, რასაც ამბობდა გამოძიება და ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დანაშაული არ მომხდარა. პირველ რიგში ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და ასევე ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ იმისათვის, რომ დაზარალებულების სტატუსი იყოს ეფექტურად დაცული. ამიტომაც, რაც უფრო გააჭიანურებს ხელისუფლება ამ პროცესს მით უფრო ძვირი დაუჯდება სამართლებრივად“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)