15:22 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 15:25:11, 2230 ნახვა

საზოგადოება
„მე დავბრუნდები“ - სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

 სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

კერძოდ, თავდასხმა ისეთ ვებგვერდებზე მოხდა, როგორიცაა: საქართველოს პრეზიდენტის საიტი, საერთო სასამართლოების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, საინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის" და "საზოგადოება და ბანკების" ვებგვერდებზე.

აღნიშნული საიტების გახსნისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკააშვილის ფოტო შემდეგი წარწერით ჩნდებოდა: I'll be back (მე დავბრუნდები).

ამ დროისთვის, საიტების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა საინფორმაციო სააგენტო "Dianews.ge"-ზე, ასევე "საზოგადოება და ბანკების" გვერდზე პრეზიდენტის ფოტო ისევ ჩანს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 284-ე (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) და 286-ე (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) მუხლებით მიმდინარეობს. 

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics