|
2019-10-28 13:38:16, 2871 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1997 წელს დაბადებული მ.ბ. დიღომში დააკავეს. პოლიციამ, მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის ბრალდებით, თამარ მეფის გამზირზე დააკავეს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ა.ჯ. დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)