|
2019-10-27 12:39:54, 1682 ნახვა
საზოგადოება
მაშველთა რიგს ორი მაშველი გოგონა შეემატა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი გოგონა შეემატა. ნინო მიქაძე და ლელა გიორგაძე 2019 წლის საზღვაო სეზონზე წყალზე მაშველებად ფოთსა და თბილისში მუშაობდნენ. სეზონური სამსახურის დასრულების შემდეგ გოგონებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარჩენის სურვილი გამოთქვეს და სულ მალე საქმიანობას შეუდგებიან. ნინომ და ლელამ ფიზიკური მომზადების ნორმატივები უკვე ჩააბარეს და ახლა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. სწავლების დასრულების შემდეგ, ისინი დასავლეთის და აღმოსავლეთის ქბრბ ჯგუფებში გადანაწილდებიან. გოგონებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და ქბრბ სამმართველოს უფროსი მალხაზ ლაგურაშვილი შეხვდნენ, შესაბამისი ეკიპირება გადასცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია სახანძრო-სამაშველო სამსახურში გოგონების ჩართულობის გაზრდა. 2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად საქართველოს წყლებზე გოგო მაშველები გამოჩნდნენ, რომლებმაც თავი არაერთხელ გამოიჩინეს. ამ მხრივ სამსახური განვითარებას მომავალშიც განაგრძობს.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)