13:05 - 22 Jul, 2026
|
2019-10-26 13:41:03, 3245 ნახვა
სამართალი
თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის დაცვა ამერიკელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, რესტორან „სულთანში“ ამერიკის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება თანხის გადახდასთან დაკავშირებით დაწყებულ შელაპარაკებას მოჰყვა. კერძოდ, სტუმრებს გადახდა საბანკო ბარათით სურდათ, თუმცა მას შემდეგ, რაც ბარათიდან თანხის ჩამოჭრა ვერ მოხერხდა, რესტორნის წარმომადგენლებმა მათ ნაღდი ანგარიშსწორება მოსთხოვეს. სწორედ ამის შემდეგ, ტურისტებს დაწესებულების დაცვის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)