13:04 - 22 Jul, 2026
|
2019-10-25 19:08:02, 3151 ნახვა
სამართალი
ავთანდილ წერეთელი პროკურორებს: ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად? ჩემი ფული მე ვერ დამითვლია და თქვენ რატომ ითვლით?
„ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს?“, - ამ სიტყვებით მიმართა ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურორებს სასამართლო პროცესზე. როგორც წერეთელმა აღნიშნა, ბრალდების მხარე არგუმენტების გარეშე საუბრობს. „ვინ დაგნიშნათ ჩემს ბუღალტრად, რატომ ითვლით ჩემს ფულს? ჩემი მე ვერ დამითვლია და თქვენ რატომ ითვლით?“, - მიმართა წერეთელმა პროკურორებს. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის პროცესი მიმდინარეობს. დღევნადელ სხდომაზე სასამართლომ ჯაფარიძის, ხაზარაძის და წერეთელისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)