|
2019-10-25 17:35:26, 1484 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა ხეების დარგვის აქციაში მიიღო მონაწილეობა
გაეროს კვირეულის (17-24 ოქტომბერი) ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, გაეროს თანამშრომლებთან, თბილისის საკრებულოსა და მერიის წევრებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა ხეების დარგვის აქციაში მიიღო. „კვირეულის ფარგლებში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში გამწვანების აქცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და თბილისის მერიის აქტიური ჩართულობით განხორციელდა. მნიშვნელოვანია, ასეთი ტიპის ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რადგან ერთი მხრივ, მწვანე სარეკრეაციო სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქალაქის ჰაერის ხარისხისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა. გაეროს კვირეულის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვითი ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, ქ. თბილისში, ჯამში, 550 ძირი ხის ნერგი დაირგო. ხეების დარგვის აქციაში საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი საბინე მახლი, ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე მონაწილეობდნენ.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)