14:18 - 22 Jul, 2026
|
2019-10-24 15:11:28, 2045 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: ჰაკერს, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში, სიკვდილით დასჯა არ ემუქრება
სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსმა ჰაკერმა იეროსლავ სუმბაევმა ომბუდსმენის აპარატს მიმართა. ლომჯარიას განმარტებით, პატიმრის ინფორმაციაზე დაყრდნობით აპარატმა საქმის შესწავლა დაიწყო. „მას ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველისთვის. ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში, ის არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გადავამოწმეთ. სხვა მიმართვა ან განცხადება ჩვენი მისამართით არ ჰქონია და არ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება", - განაცხადა ომბუდსმენმა. ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)