|
2019-10-24 12:15:21, 12218 ნახვა
სამართალი
საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა
რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა. რუსული მხარისთვის ჰაკერის გადაცემა, ლარსის გამშვებ პუნქტზე განხორციელდა. ამასთან, როგორც სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე აცხადებს, დაცვის მხარისთვის მხოლოდ ის ფაქტი იყო ცნობილი, რომ ჰაკერის გადაცემა 11:00 საათზე უნდა მომხდარიყო. "ქართული მხარე ამასთან დაკავშირებით დუმდა. რამდნეიმე დღის წინ, იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი აცხადებდა, რომ ის გახლავთ სტრასბურგის იურისტი და ის სტრასბურგის საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებოდა, ვიდრე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირება მოხდება. აღმოჩნდა, რომ მინისტრი მოიტყუა. არანაირ გადაწყვეტილებას არ დაელოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმე წარმოებაში აქვს მიღებული", - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი საქართველოში გასული წლის ნოემბერში დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)