|
2019-10-23 17:57:37, 1389 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე
„ძალიან რთულია კომენტარი გააკეთო კეთილი საქმის და ქველმოქმედების კრიტიკაზე, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ბერა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე, რადგან თვითონ ივანიშვილების ოჯახის მხრიდან ქველმოქმედება საქართველოს მიმართ სხვადასხვა პროექტებში განუზომელია“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის გადასარჩენად გაწეული ქველმოქმედების შესახებ განაცხადა. მინისტრმა ამაზონის ტყეს დედამიწაზე ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი უწოდა და იმ კლიმატურ გავლენებზე ისაუბრა, რასაც ამაზონის ტყე მსოფლიოში ქმნის. „სირცხვილია კრიტიკა განსაკუთრებით, როცა ეს ეხება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხს, ამაზონის ტყეებს. ამ კატასტროფის შემხედვარე, ვფიქრობ, რომ ადამიანი გულგრილი ვერ დარჩებოდა. მილიონ რვაასი ათას ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა. ეს არის ბიომრავალფეროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, ფაქტობრივად, დედამიწის ფილტვები. და, რომ დედამიწა ჩვენი სახლია, ალბათ, ყველას უნდა გვახსოვდეს. ამიტომ, ამაზონის ტყეების გადარჩენა, არ არის კონკრეტულად ბრაზილიელების საქმე, ეს არის მთელი დედამიწის მოსახლეობისთვის აქტუალური. როდესაც ჩვენ კლიმატის ცვლილებებზე ვსაუბრობთ, მისი შერბილება დიდ წილად, სწორედ ამაზონის ტყეებზე მოდის. ამიტომ, ეს ქველმოქმედება ერთი მხრივ მისაბაძია, მეორე მხრივ კი, საამაყო, რადგან ქართველებიც ვიღებთ მონაწილეობას და გარკვეული წვლილი შეგვაქვს კლიმატის ცვლილებების შერბილების საკითხში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის ხანძრებთან საბრძოლველად საქველმოქმედო ორგანიზაციას 1,1 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)