14:19 - 22 Jul, 2026
|
2019-10-23 16:24:55, 1865 ნახვა
სამართალი
გენინსპექციამ ყოფილი პროკურორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო
გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გენერალური ინსპექცია განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას დეტალურად შეისწავლის და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ცნობისთვის, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა სალომე ადეიშვილმა გაავრცელა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც პროკურატურაში სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის და სხვა ტიპის პრობლემები არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)