|
2019-10-23 13:35:23, 2037 ნახვა
სამართალი
მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, სპეცრაზმელმა, რომელმაც მის შვილს ესროლა, თავი მოიკლა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა, რომელსაც ვერ დაასახელებს. მისივე თქმით, კიდევ ორმა სპეცრაზმელმა, რომლებიც სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ, ქვეყანა დატოვა. „მას ვინც ინფორმაცია მომაწოდა, სახელები და გვარები არ მოუწოდებია ჩემთვის. ვრცელდება ასეთი ვერსიები, რომ ერთ-ერთმა, იმ სამი სპეცრაზმელიდან, თავი მოიკლა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეცრაზმელის მიერ თვითმკვლელობის ფაქტს არ ადასტურებენ. ამასთან, როგორც ცნობილია, საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში 2 თვის წინ სუს-ის მაშინდელი უფროსი და ამჟამად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)