14:18 - 22 Jul, 2026
|
2019-10-22 15:29:11, 2663 ნახვა
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვახტანგ გომელაური, სოსო გოგაშვილი და ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ
პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, მისი ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღალჩინოსნებმა ჩვენება გენერალურ პროკურატურას სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მისცეს. ტელეკომპანიის ცნობითვე, სოსო გოგაშვილის დაკითხვა 2 თვის წინ მოხდა. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. აღსანიშნავია, რომ დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ბრალის წარდგენის გარეშე, გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)