14:19 - 22 Jul, 2026
|
2019-10-21 14:33:28, 3089 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძემ „მუქარის წერილის“ ორიგინალი პროკურატურაში ჩააბარა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი მტკიცებით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო. ხაზარაძე საგამოძიებო უწყებაში მის უფლებადამცველთან ერთად მივიდა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წერილის ორიგინალის გარდა, მან პროკურატურას აგრეთვე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც წარუდგინა. გენერალური პროკურატურიდან გამოსულმა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მას გამოძიების იმედი აქ აქვს, თუმცა ის კანონის ფარგლებში მოქმედებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)