|
2019-10-20 13:12:22, 2619 ნახვა
საზოგადოება
გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი პირველად გაეშვა
ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) და საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ჩართულობით, ორ ეტაპად ხორციელდება. პროექტის დასრულების შედეგად ინტერნეტით დაფარული იქნება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის 76 სოფელი, 496 ოჯახი, 1291 მუდმივი მაცხოვრებელი. პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მაღაროსკარისა და უკანა ფშავის ხეობების, ასევე ბარისახოს და ე.წ. გორშეღმის ხეობების (გუდანისა და როშკის მიმართულებების გარდა) ქსელის აგება და აბონენტების ჩართვა. მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ჩართულია 120 აბონენტი. ასევე ინტერნეტში ეტაპობრივად ჩასართავად მზადაა გუდამაყრის ხეობის სოფლების უმეტესობა. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს, ამ მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროექტს შორისაა ფშავ-ხევსურეთის და გუდამაყრის ინტერნეტიზაციის პროექტი.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)