12:46 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-19 16:24:04, 3188 ნახვა

კომენტარი
გახარია: დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია

დღეს ეკონომიკურად ქვეყანა მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას გლეხს, რომ ის გაძლიერდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები, გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ ჩემს თავს მე თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა მიეხმაროს ამ ადამიანს, რომ ცოტა გაძლიერდეს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობელი უნდა დაასაქმოს და ასე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და დამატებითი სამუშაო ადგილები ასე უნდა იქმნებოდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბაღები, ბაღები გავაშენოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ პირველ რიგში ღირსეულად, შემდგომ ჩვენი სოფლები, ქალაქები და ჩვენი ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ თქვენ ამაში დაგეხმაროთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics