|
2019-10-19 14:14:11, 2255 ნახვა
საზოგადოება
„თბილისი ენერჯი“ გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი • გლდანი • ჩუღურეთი • ისანი - სამგორი კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე. დღეს, თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 16 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. პირველადი ვერსიით, აფეთქება საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 ადამიანი გადაიყვანეს. “თბილისიენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა, შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან, აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.
(R)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)