19:39 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 15:31:11, 815 ნახვა

საზოგადოება
მერიის პროექტს - „ჩემი ადვოკატი“ 2019 წელს სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა

თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მომართვიანობას 10%-ით აღემატება. 

საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, ყველაზე მეტი მომართვიანობა ისნის რაიონში - 2213, სამგორში - 1921 გლადანში -1682 და 1642 ნაძალადევში დაფიქსირდა.

გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის. რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის პირველ 9 თვეში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ 7515 შეადგინა.

ამავე საანგარიშო პერიოდში, ორგანიზაციაში პრაქტიკული საგანმათლებლო კურსი 213 სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე. 
"ჩემი ადვოკატი" თბილისის მოსახლეობას სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და მოქალაქეებს დახმარებას უწევს როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში  ისე სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობაში.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics