|
2019-10-16 15:09:01, 879 ნახვა
საზოგადოება
კრისტიან სტივენის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
საბურთალოს რაიონში, კრისტიან სტივენის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. სამუშაოების დაწყებამდე, მომზადდა გზის საფუძველი, ტერიტორიის ნაწილზე მოეწყო ბორდიური და ასფალტის პირველი ფენა დაიგო. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის, 4 855 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა. მიმდინარე წელს ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ და კერძო დასახლებაში სტივენის ქუჩა მეხუთე იქნება, რომელიც მოწესრიგდება და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება აღარ მოუწევს. მსგავსი ქუჩების მოწესრიგებას მომავალშიც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. საგზაო სამუშაოებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 342 867 ლარი გამოიყო, კომპანია „იბერი“ ახორციელებს.
(NS)
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)