|
2019-10-11 15:07:45, 2430 ნახვა
სამართალი
სუს-ის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. განათლება და კვალიფიკაცია: 2005 – ლუიზიანას შტატის პოლიციის აკადემია, აშშ – კრიტიკული ინციდენტების მართვა; 2005 – ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტი, აშშ – ანტიტერორიზმი, დიპლომატიური უსაფრთხოების დაცვა; 1997–1998 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია – ოფიცერთა ოპერატიული მომზადების კურსები; 1994–1996 – თბილისის ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი; 1986-1988 – ქალაქი ტალინი, სამხედრო სამსახური; 1985-1992 – საქართველოს ზოო-საინჟინრო სავეტერინარო სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი სამსახურებრივი საქმიანობა: 2017-2019 - შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2016-2017 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მერის მოადგილე; 2016- ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ადმინისტრაციის უფროსი; 2014 – 2016 – სს ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი; 2013-2014 – შპს ,,ტრანს ეკო’’ და შპს ,,ტრანს მობილი“, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 2012-2013 – შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“, დაცვის, უსაფრთხოებისა და კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2010-2012 – შპს ,,სპრინგი “, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი; 2008-2010 – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; 2006-2007 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2004-2006 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი; 1997-2003 – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 1994-1997 – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, კადრების სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი; სპეციალური წოდება - სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი სახელმწიფო ჯილდო მედალი – ,,მხედრული მამაცობისთვის”, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 1999 წელი
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)