22:16 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-07 15:53:08, 1505 ნახვა

საზოგადოება
„ლელო“ მაია ცქიტიშვილის უწყებას კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმში ადანაშაულებს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელო" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კორუფციულ გარიგებებსა და ნეპოტიზმში ადანასაულებს.

როგორც "ლელოს" წევრმა ქეთი ენუქიძემ აღნიშნა, განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც 2012-დან 2019 წლამდე ხორციელდება და მათი ჯამური რაოდენობა 253-ს შეადგენს, 13 არის დასრულებული.

"კომპანია "როუტ პროჯექტი", რომელიც მონაწილეობდა მარტო 2 ტენდერში, მისი შემსყიდველი იყო სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც ზარალიანი კომპანია აღმოჩნდა. ფიქსირდება 2 ტენდერში სოლიდური ვადა გადაცილება. მასთან დაკავშირებული პირები, მაგალითად დღეს კომპანიის დირექტორი არის ვაჟა ფანჩულიძე, რომელიც 2015 წლის მონაცემებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია, მისი მეუღლე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი. ხოლო 66%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ვაჟა ფანჩულიძემდე გახლდათ ირაკლი ნადარაია, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის ნოდარ ნადარაიას ძმა. აი ამ მასალას ახლა მე თქვენ რაც წარმოგიდგინეთ, ჩვენ შევიტანთ პროკურატურაში და მათ გაარკვიონ. იმიტომ, რომ ახლა თქვენ მე მეკითხებით, გიპასუხოთ ისეთ კითხვაზე, რომელზეც უნდა გასცეს პასუხი პროკურატურამ", - აღნიშნა ქეთი ენუქიძემ.

მანვე დასძინა, რომ "ლელო" აპირებს მათ ხელთ არსებული მასალები პროკურატურას გადასცეს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics