22:38 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-05 15:49:32, 3221 ნახვა

საზოგადოება
რუსეთმა შესაძლოა, კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი საქართველოს გადმოსცეს

კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა შესაძლოა საქართველოს გადასცეს, - ამის შესახებ rosbalt იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ონიანი ორენბურგის ციხიდან მოსკოვის იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. მას პატიმრობის ვადა 8 ოქტომბერს ეწურება. 

როგორც rosbalt-ს საგამოძიებო უწყებაში არსებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურას ონიანის ბედი ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, თუმცა მასთან დაკავშირებით უწყება მოვლენების განვითარების 3 ვერსიას განიხილავს: 1 - ექსტრადირება ესპანეთში, 2 - რუსეთის ციხეში კიდევ 10 წლის გატარება და 3 - საქართვველოში დეპორტაცია. 

ამავე წყაროს ცნობით, პროკურატურა სავარაუდოდ მის დეპორტაციას გადაწყვეტს. ამასთან, ესპანეთი მას დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნასა და ფულის გათეთრებაში ედავება. 

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ონიანს მოსკოვმა რუსეთის მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ შეუჩერა. ტარიელ ონიანი 2010 წელს მოსკოვის სასამართლომ ადამიანის გატაცებასა და გამოძალვაში ბრალდებულად ცნო. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics