|
2019-10-02 18:14:59, 1388 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო
სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ. სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს შემდეგ დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვას: რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობა სავაგონო მეურნეობა სარკინიგზო გადაზიდვები რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა დუალურ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ. ასევე, კოლეჯი აპლიკანტთა მიღებას ახორციელებს შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე: სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა მეჩარხე მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე: vet.emis.ge კოლეჯის მისამართია: ქ. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).
(R)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)