|
2019-10-02 18:12:43, 2230 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ სებ-ის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირებას ეხმაურება
„სებ-ის გუშინდელი გადაწყვეტილება იყო მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის ეფექტური კოორდინაციის შედეგი, რამაც გამოიწვია დოლარზე რეზერვის შემცირება და ლიკვიდურობის შეწონვა“, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, სულხან გვალიამ განაცხადა, რითაც სებ-ის მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნის 5%-ით შემცირებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. „ეს ინსტრუმენტები აძლიერებს დოლარის მიწოდებას ბანკების მხრიდან ქართულ კომპანიებზე, ძირითადად საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე. გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მიეწოდება ეკონომიკას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ეს კოორდინაცია გვაძლევს რწმენას, რომ ლარი წავა გამყარებისკენ და იმ კურსისკენ, რაც არის ეკონომიური ფუნდამენტით გამართლებული ანუ ლარი 2.7 დან -2.8- მდე დასტაბილურდება. სებ-ის გუშინდელი კონკრეტული ქმედებით ქართული ბანკებიდან რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის რესურსის დამატებითი მიწოდება მოხდა ეკონომიკისთვის. ჯამში ეს ორი ფაქტორი ძალიან იმედის მომცემია. ჩვენ ვხედავთ სებ-ის პრინციპულ განწყობას, რომელიც მიმართულია ლარის კურსის გამყარებისკენ“, - განაცხადა სულხან გვალიამ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)