00:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 18:11:40, 1196 ნახვა

საზოგადოება
ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 3 ოქტომბრის 20:00 საათიდან 5 დღის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის, არაყიშვილისა და რამიშვილის ქუჩების გადამკვეთ გზაჯვარედინზე.

ამდენად, ადგილობრივი მოსახლეობა და ვიზიტორები რამიშვილის ქუჩის მიმართულებით ავტოტრანსპორტით გადაადგილებას  ამირეჯიბის გზატკეცილიდან, ასევე, ავალიშვილისა და ჩიქოვანის ქუჩებიდან შეძლებენ. რამიშვილის ქუჩაზე ტრანზიტული მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ფალიაშვილის ქუჩიდან რამიშვილის ქუჩასა და ამირეჯიბის გზატკეცილს ტრანსპორტი თაქთაქიშვილის ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირისა და ავალიშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics