|
2019-10-02 10:11:21, 1592 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან
მჯერა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან, -განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემაში „SWOT ანალიზი ნიკა ლალიაშვილთან ერთად" სტუმრობისას. როგორც მან აღნიშნა, ბიუჯეტი მთავარი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია და მასში ასახულია ყველა მნიშვნელოვანი საკითხი - ძალიან პატარა სოფლის პრობლემიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთი უმნიშვნელოვანესი თემებით, როგორიცაა: ჯანდაცვა და განათლება. ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა საბიუჯეტო კონტროლის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ საზოგადოების მხრიდან ბიუჯეტის მუდმივი მონიტორინგი, საშუალებას იძლევა ობიექტურად შეფასდეს თავად ხელისუფლების საქმიანობაც. „მჯერა, რომ სწორედ ამ კონტექსტით დანახული 2020 წლის ბიუჯეტი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც ჩვენი ქმედებები თანხვედრაში იქნება ჩვენს ძველ თუ ახალ დანაპირებთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)