|
2019-10-01 21:20:19, 2163 ნახვა
სამართალი
ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს
ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაში ფეისბუკზე ავრცელებს. "დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ზურაბ გუმბარიძე კომპანია ინტერ მედიას დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს რუსთავი 2-ს კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ, ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსნები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)