|
2019-10-01 18:34:46, 1672 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ფოთის საზღვაო ნავსადგურის საქმიანობას გაეცნო. მან დაათვალიერა საპორტო ინფრასტრუქტურა და ნავსადგურის ხელმძღვანელობისგან მოისმინა ინფორმაცია პორტის საქმიანობისა და საკონტეინეტო გადაზიდვების სტატისტიკის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დღეს ნათია თურნავამ, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფოთში, „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისა და სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში. პროექტი აშშ-ის მთავრობის კერძო საინვესტიციო კორპორაციამ (OPIC) 50 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით დააფინანსა და თავისი სიდიდიდან და პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ეს არის OPIC - ის მიერ, საქართველოსა და მთელს კავკასიის რეგიონში საინვესტიციო პროექტებზე განხორციელებული ყველაზე დიდი დაფინანსება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)