|
2019-10-01 17:36:39, 1458 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი პერტაია: მნიშვნელოვანია, რომ OPIC-ის ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში
„ის ფაქტი, რომ OPIC-ის ხელმძღვანელობა საქართველოს უყურებს როგორც ჰაბს რეგიონში და დებენ ფულს მის ინფრასტრუქტურაში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, - ასე შეაფასა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ ფოთის „პეის ტერმინალსის" ტერიტორიაზე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროექტი, რომელიც აშშ-ის მთავრობის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია OPIC-ის დაფინანსებით ხორციელდება. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, მნიშვნელოვანი ინვესტიცია იდება საქართველოში. კარგია, რომ ეს ამერიკული კაპიტალია, რადგან მასთან ერთად შემოვა ამერიკული ცოდნა, ფული ჩაიდება ინფრასტრუქტურაში და ეს მთლიანობაში კარგია ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი პერტაიამ. ფოთის ახალი ტერმინალის პროექტი 500 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მშენებლობის ფარგლებში აკვატორიის დაღრმავების შედეგად შესაძლებელი იქნება 60 ათას ტონამდე წყალწყვის გემების მიღება, რაც ტვირთბრუნვის 5 მილიონ ტონამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა. ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტს განახორციელებს „პეის ჯგუფი," რომელიც რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩადების საზეიმო ღონისძიებაში დღეს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები მონაწილეობდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)