18:37 - 22 Jul, 2026
|
2019-10-01 13:13:53, 1578 ნახვა
სამართალი
ცესკო-ს ყოფილი თავმჯდომარე წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს
"გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ აგრესია გამოხატა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. "საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა - 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)