|
2019-10-01 12:49:34, 1523 ნახვა
სამართალი
ქვიარ ადამიანის სახლში შეჭრის მცდელობის გამო 1 პირს ბრალი წაუყენეს - თანასწორობის მოძრაობა
„თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, 18 სექტემბერს მათ დაუკავშირდათ ქვიარ თემის წევრი, რომელმაც განაცხადა, რომ უცნობი პირი ცდილობდა მის საცხოვრებელ სახლში შეჭრას. თემის წარმომადგენლის მტკიცებით, უცნობი პირი აბრახუნებდა კარებზე, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და აკეთებდა ჰომოფობიურ განცხადებებს. "აღნიშნულმა პირმა დაზარალებულს საცხოვრებელი სახლის ფანჯარაც ჩაუმტვრია. ამის შემდეგ დაზარალებულმა მიმართა პოლიციას და საქმეზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც გულისხმობს მუქარას. იმის გათვალისწინებით რომ ბრალდებული არასწრულწლოვანია, მას გაუფორმდა განრიდების ხელშეკრულება. დაევალება ბრაზის მართვის კურსების გავლა, ასევე თავშესაფარში იმუშავებს უფასოდ გარკვეული საათების განმავლობაში. საქმეში გამოკვეთილია დისკრიმინაციული მოტივი. ყველაფერი სოციალური ქსელებში კიბერ ბულინგით დაიწყო. სახლში შეჭრის მცდელობამდე, აღნიშნული პირი დაზარალებულს სოციალური ქსელით დაუკავშიდა და ჰომოფობიურ კომენტარებს საჯაროდ უწერდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)