|
2019-10-01 11:31:14, 1173 ნახვა
სამართალი
მარტვილის საბავშვო ბაღის აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოოფილებელია
მარტვილის № 2 საბავშვო ბაღის აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოოფილებელია. ბავშვების ნაწილი სახლში გაწერეს, 16 მათგანი კი დაკვირვების მიზნით სტაციონარში იმყოფება. საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, დროულად მოხდება ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მასზე რეაგირება. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც. მარტვილში ბაღის აღსაზრდელების მოწამვლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)