|
2019-09-30 18:13:34, 1920 ნახვა
სამართალი
ვახტანგ გომელაური საქართველოში გაეროს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა საპოლიციო საქმიანობის განხორციელებისას ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ კუთხით სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის გაფართოებულ კომპეტენციაზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მზადყოფნისა და მათზე სწრაფი რეაგირების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს როლს. ვახტანგ გომელაური საბინე მახლს აღნიშნული კუთხით სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. მინისტრმა გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ნაყოფიერი სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)