|
2019-09-30 15:11:05, 1918 ნახვა
სამართალი
ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან
"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე და წამყვანი ნანუკა ჟორჯოლიანი ტელეკომპანიას სასამართლოში უჩივიან. მათ უფლებებ სასამართლოში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დაიცავს. როგორც "გამჭვირვალობის" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა აღნიშნა, ტელევიზიის ახალმა მენეჯმენტმა ყოფილი თანამშრომლები სინამდვილეში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მოტივით გაათავისუფლა. თავის მხრივ ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ სასამართლო დავას ის ჟურნალისტებიც გააგრძელებენ, რომლებმაც ტელევიზია საკუთარი ნებით დატოვეს. ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ტელეკომპანიის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციოს უფროსი ნოდარ მელაძე და პოლიტიკური შოუს წამყვანები არხიდან გაათავისუფლა, ტელეკომპანია, "კურიერის" გუნდმა და წამყვანების დიდმა ნაწილმა დატოვა. ყოფილმა გენრალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიას ახალი არხი - "მთავარი არხი" დააფუძნა, სადაც "რუსთავი 2"-დან წასული ჟურნალისტები და წამყვანები დასაქმდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)