|
2019-09-30 10:11:52, 1027 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია - მშობლები აქციას მართავენ
რუსთავის მე-5 საჯარო სკოლაში ხმაურია. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშობლები აქციას მართავენ და მე-6 კლასელი მოსწავლის გარიცხვას ითხოვენ. კერძოდ, საქმე ეხება იმ მოსწავლეს, რომელსაც მუსიკის მასწავლებელი ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ბულინგში ადანაშაულებს. მასწავლებელი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გოგონა მას უთვალთვალებდა, შეურაცხყოფას აყენებდა და დასცინოდა. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, მასწავლებლის მტკიცებით, მოსწავლემ ის კიბიდან დააგორა, რის შემდეგადაც ნანა წიქარიშვილი [მასწავლებელი] კლინიკაში ტვინის შერყევით მოათავსეს. დღეს მოსწავლეების ნაწილი სკოლაში არ გამოცხადდა, ნაწილი კი, პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე შესვლაზე უარს აცხადებს. ადგილზე შეკრებილი მშობლები აცხადებენ, რომ გოგონა მათი შვილებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, სკოლის ეზოში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მაშინ დაფიქსირდა, როდესაც ადგილზე გოგონას დედა გამოჩნდა. მასსა და სხვა მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მშობელი მისი შვილის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და მასწავლებელს ცილისწამებაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, ის სასამართლოში დავას აპირებს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე რუსთავის მერი მივიდა. სკოლასთან ასევე იმყოფებიან პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები.
ინფორმაციას [ფოტო/ვიდეო] "ინფო რუსთავი" 2 ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)