01:14 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-29 14:07:45, 1454 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს

ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ”  საქართველოს კანონის პროექტი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის  თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ გახსნეს.

ნინო თანდილაშვილმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის მნიშვნელობაზე, სამრეწველო საქმიანობებისათვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესზე და კონტროლის მექანიზმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ დონორ ორგანიზაციებს კანონპროექტის შემუშავებაში გაწეული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

კახა კუჭავას განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის  შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას, შემცირებასა და კონტროლს.

შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესომბუდსმენის და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ns





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics